IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. მიმდინარეობს და გუშინ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი, თუ გარკვეულ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

„ხანძრის ადგილთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და სამძებრო მოქმედებები. ეს არის გამოძიების საგანი. ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით, მიმდინარეობს დაველოდოთ მის შედეგებს“, – აღნიშნა ბორცვაძემ.

ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, დამწვარია. მისი განცხადებით, ტერიტორია მან 5 ივლისს დაათვალიერა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება