Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება და რეალური პარტნიორობის

მარშალ პრესი 28/03/2025
levan machavariani3

უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება და რეალური პარტნიორობის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„მეგობარი აქტით“ ცდილობენ, რომ ბოლო გაფართხალება აქვს ოპოზიციას გამოცხადებული 31-ში [მარტში] და იქნებ ხალხი რამენაირად ქუჩაში გამოიყვანონ. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს არაფერს ნიშნავს. დღეს რაც მიიღეს, იყო უბრალოდ საკომიტეტო მიღება, შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს პლენარული მოსმენა, კონგრესში მოსმენა და სანამ ბატონი ტრამპის ხელმოწერამდე მივა საქმე, მანამდე უნდა გავიდეს დაახლოებით 3-4 თვე და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს კანონპროექტი კანონად ვერ იქცევა. ოპოზიცია დარჩენილია ბატონი უილსონის, როთის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების იმედად. ჩვენ და ამერიკელი ხალხის ურთიერთობების გადატვირთვის რეალური საფუძველი არსებობს.

ჩვენ ვართ ძალიან თავშეკავებულები. ყველაფერი დაუბრალებიათ „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ რადიკალებს და მის ტელევიზიებს არასდროს დაუბრალებიათ, რომ სიმჩატით გამოვირჩევით. ყოველთვის ძალიან ფრთხილად და თავშეკავებულად ვსაუბრობთ. იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა ქალბატონ აშშ-ის ელჩსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის. ეს იყო დახურული შეხვედრა და უფლება არ გვაქვს გარეთ გამოვიტანოთ რაღაც საკითხები. უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება და რეალური პარტნიორობის, არა ისეთის, როგორიც იყო, ისეთის როგორიც ჩინეთთან გვაქვს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: ჩვენს ევროპელ, ჭკუის მასწავლებელ მეგობრებს ვურჩევდი, თავი დაანებონ საქართველოსთვის მითითებების მიცემას – ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად განსაზღვრავს თავის პოლიტიკას
Next: „მეგობარი აქტი” კანონპროექტად დარჩება და ის კანონის სახეს არ მიიღებს, რადგან ამერიკა მხოლოდ ჯო უილსონი და პოლიტიკიდან წასული შაჰინი არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.