Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“მეგობარი აქტი” თავისი მოცემულობით ყველაზე არამეგობრულია და ფურცელზე უსამართლობის სახელით გაფორმებული შინაარსია, რომელიც სრულყოფილ სამართლებრივ ფორმას ან მიიღებს, ან არა

მარშალ პრესი 27/03/2025
tamta megrelishvili

“მეგობარი აქტი” დიფ სთეითის კიდევ ერთი დაკვეთაა, რომელსაც პოლიტიკური შინაარსი აქვს და მიზნად ისახავს ამ უკანასკნელისათვის მიუღებელი სახელისუფლო გუნდის დაშინებას, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, “მეგობარი აქტი” თავისი მოცემულობით ყველაზე არამეგობრულია და ფურცელზე უსამართლობის სახელით გაფორმებული შინაარსია, რომელიც სრულყოფილ სამართლებრივ ფორმას ან მიიღებს და ან არა. “მეგობარ აქტს კომიტეტზე სხვა დადგენილებებთან ერთად ეყარა კენჭი და საბოლოო დოკუმენტის სახით მის ჩამოყალიბებას განხილვები სჭირდება. კერძოდ, კანონპროექტმა ამ ეტაპზე გაიარა საგარეო კომიტეტი და ის კანონად სანამ იქცევა უნდა გაიაროს სხვა არაერთი ეტაპი და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერს ან არ მოაწერს ხელს ტრამპი. ეს პროცესი ხანგრძლივია თუმცა შინაარსობრივად ცალსახად უსამართლოა.

მეგობარი აქტი დიფ სთეითის კიდევ ერთი დაკვეთაა, რომელსაც პოლიტიკური შინაარსი აქვს და მიზნად ისახავს ამ უკანასკნელისათვის მიუღებელი სახელისუფლო გუნდის დაშინებას. მეგობარი აქტი თავისი მოცემულობით ყველაზე არამეგობრულია და ფურცელზე უსამართლობის სახელით გაფორმებული შინაარსია, რომელიც სრულყოფილ სამართლებრივ ფორმას ან მიიღებს და ან არა. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, თუმცა ვთვლი, რომ საქართველოს მიმართ პოტენციურად მისაღები მეგობარი აქტი არც მის სახელს ამართლებს და არც მის შინაარს, რადგან არ შეიძლება მეგობრობის სახელით ემსახურებოდე უსამართლობას და ასანქცირებდე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ მოგყვება იმ თამაშსა და სცენარში რომელიც წინასწარ დაწერილი და დაფინანსებული აქვს დიფ სთეითს როგორც “მზრუნველ მეგობარს””, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ეს ფაქტი მოწმობს იმას თუ რაოდენ ფესვგადგმული და მძლავრია “დიფ სთეითი” აშშ-ში
Next: უმადურობის აქტს” გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ კანონის სახეს მიიღებს, ამ ყველაფერს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება – ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის 31 მარტის აქციისთვის მუხტის აწევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.