ეშმაკი ისეთი უნდა იყოს, რომ ეშმაკობა არ სჭირდებოდეს – ახლა მე ვიტყვი იმას რაც არის რეალურად – ვის ურტყამს “ტვ პირველი”

1052
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ეშმაკი ისეთი უნდა იყოს, რომ ეშმაკობა არ სჭირდებოდეს’
არ დაგიმალავთ და “ოდნავ” ვერკვევი გადაცემის, სტატიის, ნიუსის, რეპორტაჟის გაკეთების (დიახ, სწორედაც რომ “გაკეთების” ნიუანსებში
პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ე.წ. პრაიდის თემა, რომელზეც ტვ პირველი უკვე რამდენიმე გადაცემაა შფოთავს და დუღს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ არის აშკარად თეთრი ძაფით ნაკერი.
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ ვიტყვი, რომ ტვ პირველს ამ პრაიდის და ე.წ. ღირსების მარშის თემით, სურს დაარტყას ირაკლი კობახიძეს და მთავარ “დანაშაულად” წარმოაჩინოს მისი ფრაზა, სადაც მან პრაიდის მიართ დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება.
ახლა მე ვიტყვი იმას რაც არის რეალურად:
1. ირაკლი კობახიძეს არა აქვს უფლება ნება დართოს, ან არ დართოს რაიმე ღონისძიების ჩატარებას.
2. ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკოსი, მმართველი პარტიის ლიდერი და ის ვალდებულია გაითვალისწინოს ნებისმიერი შედეგი, რაც რაიმე აქციას შეიძლება მოჰყვეს. განსაზღვროს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია.
3. ირაკლი კობახიძეს აქვს გამოხატვის თავისუფლება.
4. არავის აქვს უფლება ისპეკულანტოს პოლიტიკოსის პირადი დამოკიდებულებით და მისი გამოხატვის თავისუფლებას (მითუმეტეს რომ მისი ფრაზა არ არის აღსრულებისთვის გადანწყვეტი) პროვოკაციის გამოწვევისთვის გამოიყენოს.
და ბოლოს ვიტყვი იმას, რასაც არც ირაკლი კობახიძე და არც მამუკა მდინარაძე ტვ პირველში არ იტყოდნენ:
– ახლა არ მითხრათ, რომ ამ ტელევიზიის თანამშრომლები ისე სწუხან ამ გაურკვეველ არსებებზე, რომ მათი ფოტოები სამზარეულოში აქვთ განთავსებული და დღე და ღამე ლოცულობენ მათი კეთილდღეობისთვის 
დათა თუთაშხიასი არ იყოს – არ გამოვა ეგ საქმე რაჟა ბიძიკო და წადი სახლში (ან სხვა თემა მოძებნე” – წერს გბრიჭიძე.
კომენტარები
რეკლამა
მოწონება