Skip to content
12/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

იყოს ბატონი ჩომახიძე რუსეთში თუ მას ესე უნდა, იცეკვონ და იმღერონ ნაცმოძრაობის სხვა წევრებმაც თუ ასე უნდათ, მაგრამ ეგ როგორ არის თუ ნაცია ყველაფერი მოსულა და თუ არა ქვეყნის მტერია და პუტინის მოკავშირე?!

მარშალ პრესი 14/06/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

როგორ ეპითეტებით ამკობდნენ ყველასათვის საამაყო ლაშა ტალახაძეს, რამდენი ტალახი ესროლეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრსა და კაპიტანს თორნიკე შენგელიას, რომელმაც ომის დაწყებისთანავე დატოვა მოსკოვის „ცსკა“. სამაგიეროდ, ორმაგი სტანდარტის ცოცხალი ნიმუში გვაქვს რევაზ ჩომახიძის სახით, რომელიც სულ ახლახან რუსეთის , ქალაქ ყაზანის წყალბურთელთა გუნდის, „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც მათ მხარეზე არაა ყველა მტრად, ანტი-ევროპელად, პრო-რუსად მიაჩნიათ, და ლამისაა პუტინის პირად მეგობრად წარმოაჩინოს.

“განსაკუთრებით თუ საქმე ეხება კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებს, როგორც წესი მნიშვნელობა არა აქვს, მათ დამსახურება ქვეყნის წინაშე. ამის ნათელი მაგალითია, როგორ ეპითეტებით ამკობდნენ ყველასათვის საამაყო ლაშა ტალახაძეს, რამდენი ტალახი ესროლეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრსა და კაპიტანს თორნიკე შენგელიას, რომელმაც ომის დაწყებისთანავე დატოვა მოსკოვის „ცსკა“. სამაგიეროდ, ორმაგი სტანდარტის ცოცხალი ნიმუში გვაქვს რევაზ ჩომახიძის სახით, რომელიც სულ ახლახან რუსეთის , ქალაქ ყაზანის წყალბურთელთა გუნდის, „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ჩემთვის პრობლემა ის კი არა, რომელი სპორტსმენი თუ კულტურის მუშაკი, რომელ ქვეყანაში იმუშავებს (მისი ნებაა!), არამედ ის რევაზ ჩომახიძე „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრია. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ლამისაა რუსეთის ოკუპანტად გამოცხადებაზე ექსკლუზიური უფლება აქვს მიღებული. კიდევ ერთხელ იყოს ბატონი ჩომახიძე რუსეთში თუ მას ესე უნდა, იცეკვოს და იმღეროს ნაცმოძრაობის სხვა წევრებმაც თუ ასე უნდათ, მაგრამ ეგ როგორ არის თუ ნაცია ყველაფერი მოსულა და თუ არა ქვეყნის მტერია და პუტინის მოკავშირე?!“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე, რევაზ ჩომახიძე ყაზანის წყალბურთელთა გუნდის, „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დასტურდება.

აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. ჩომახიძემ გუნდის მწვრთნელის პოზიციაზე მარატ ზაქიროვი ჩაანაცვლა.

 

Post navigation

Previous: სჯობს, პირდაპირ დააფიქსიროთ ოფიციალური პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით – ხათუნა ხოფერია ამერიკის ელჩს
Next: პარტიული დროშის მქაჩავი ჩომახიძე ამ გაგანია ომის დროს რუსეთის წყალბურთელთა გუნდის მწვრთნელად რომ დაინიშნა, არის თუ არა ეს იმის დასტური, რომ ნაცმოძრაობისათვის სულერთია უკრაინა, იქ დაღუპული ხალხი და მათი ბედი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.