Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, დაუძახეს „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი

მარშალ პრესი 27/03/2025
lasha koiava4

მას შემდეგ რაც გეგმა დაიგლიჯა, ფაქტობრივი მართვა საბრძოლო მოქმედების გადავიდა პოლიტიკოსებთან, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ.

მანვე კეზერაშვილის თათბირი გაიხსენა, რომელსაც ასევე ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. მისივე თქმით, მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე.

„როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, ვიღაცას იქ დაუძახეს შემოდითო, „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი. უმეტესობას არც ვიცნობდი მაშინ, სავარაუდოდ პოლიტიკური სპექტრი და კომისრები იყვნენ. მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე, მმართველი პარტიის გარკვეული ფენიდან“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.

Continue Reading

Previous: საქართველოს სუვერენული არჩევანია, იყოს ევროკავშირის ნაწილი, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ჩავერთოთ გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დიალოგში
Next: მოვიდა გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავიწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, უნდა მოსულიყვნენ ჟურნალისტები, ბოლოს ჩამოვიდა სატვირთო მანქანა ტრიბუნით, დროშებით – საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7-8 საათის დაგვიანებით ამ შეფერხების გამო, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო გეგმასთან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025