Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

[სააკაშვილმა] იცოდა რა შესაძლებლობები, რა რესურსები აქვს ქვეყანას და რა შესაძლებლობები აქვს ჩრდილოელ მეზობელს – ზურაბ ნოღაიდელი 2008 წლის ომზე

მარშალ პრესი 26/03/2025
zurab nogaideli

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი, განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო რა შედეგი მოჰყვებოდა 2008 წლის ომს.

მისივე თქმით, როდესაც ხარ ქვეყნის მეთაური და იცი რა შესაძლებლობები, რა რესურსები აქვს ქვეყანას და რა შესაძლებლობები აქვს ჩრდილოელ მეზობელს, მიუხედავად იმისა თუ რისი უფლება აქვს შენს ქვეყანას, უნდა მიხვიდე ლოგიკურ დასკვნამდე, რისი გაკეთება შეიძლება და ხომ არ არის ეს ქვეყნისთვის საზიანო.

„ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე, თუნდაც არანორმალურად მოაზროვნე ადამიანს ეჭვი არ უნდა შეჰპაროდა რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა 2008 წლის ომს. შედეგზეა საუბარი, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საუბარი იმაზე კი არ არის ჩვენ რა დავიწყეთ და ჩვენ რისი უფლება გვქონდა, ჩვენ შეიძლება ბევრი რამის უფლება გვაქვს და შეიძლება ვალდებულიც ვართ ბევრი რამე გავაკეთოთ, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი არის რისი შესაძლებლობა გვაქვს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ელემენტარულად, ქვეყნის მეთაური იყო მითუმეტეს და იცოდა რა შესაძლებლობები, რა რესურსები აქვს ქვეყანას და რა შესაძლებლობები აქვს ჩრდილოელ მეზობელს, ამის შეფასებებს, შედარებებს ერთმანეთთან უნდა მიეყვანა ნებისმიერი ადამიანი ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და ამის გაკეთება საზიანოა“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

Continue Reading

Previous: მიხეილ სააკაშვილი გიორგი გაბუნიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს – მე რუსეთს შევუთვალე, რომ მე უარს ვამბობ ნატოზე თუკი დავლაგდებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითო
Next: ხელახალი არჩევნები კი არა, აღარაფერი გეღირსებათ თქვენ – სვიმონ ჯანგულაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025