Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა-ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა

მარშალ პრესი 26/03/2025
GRIGOL VASHADZE

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ ვაშაძემ კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა, თუ „რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში?“

რაც შეეხება მოსახლეობის გაფრთხილებას, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ეს მისი პირდაპირი ფუნქცია არ ყოფილა. მანვე აღნიშნა, რომ რამდენჯერმე ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე ახსენა და უთხრეს, რომ ამას მიხედავდნენ.

„ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. რამდენჯერმე ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთო. საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ომი არ დაწყებულიყო და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა – ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა“-აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ

Continue Reading

Previous: მიზანმიმართულად იდგმებოდა ნაბიჯები ყველა იმ ინიციატივის ჩასახშობად, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტგამოვლილ ხალხს შორის ნდობის აღდგენას, იხსნებოდნენ თანამდებობიდან ის პირები და საეჭვო ვითარებაში კვდებოდა პრემიერ-მინისტრი, რომლებიც ცნობილი იყვნენ სამშვიდობო რიტორიკით
Next: იმას ვყვები, რაც ვნახე და რაც გადამხდა – ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025