Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს, საერთოდ გახსენებაც აღარ უნდა და მისი გადაწყვეტილება შესრულებული იქნა იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა

მარშალ პრესი 26/03/2025
MIXEIL QARELI

2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ერგნეთის ბაზრობის გაუქმების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, რომ ერგნეთის ბაზრობა „უნდა დაიხუროს, საერთოდ გაუქმდეს“.

„ეს გახლდათ 2004 წლის გაზაფხულის, შეიძლება ეს იყო მარტის თვეს და მარტის თვეში ვმუშაობდით, რომ ალტერნატიული გზები მოგვეძებნა. ჩვენ გარკვეული შეთავაზებებიც გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რადგან ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას რა ბერკეტები უნდა გვქონოდა კრიმინალებთან ბრძოლის და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში იყო დუმილი, ამ თემაზე ჩვენ აღარ გვიმსჯელია და სადღაც აპრილის თვეში, თუ არ ვცდები, სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, პირადად მე მითხრა, რომ უნდა დაიხუროს, გაუქმდეს, საერთოდ ერგნეთის ბაზრობის გახსენებაც აღარ უნდა და ა.შ. მისი ჩვეული რიტორიკით და პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნა შესრულებული იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა“-განაცხადა მიხეილ ქარელმა.

Continue Reading

Previous: ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო, ასევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა და 80-მდე ადამიანი არის მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სათანადო და დროული გაფრთხილება არ მოხდა
Next: ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო, მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ – მან უზრუნველყო კონფლიქტის ზონაში დეესკალაცია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025