Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უარი ეთქვა გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე

მარშალ პრესი 25/03/2025
irakli petriashvili

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უარი ეთქვა გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე, – განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, პროფკავშირებმა მიმართა სასამართლოს შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ გაკოტრების დაწყების წინააღმდეგ. სასამართლომ კი კომპანიას, სხვა საკითხებთან ერთად მოსთხოვა იმის დამტკიცება, რომ გაკოტრებით ზიანი არ მიადგებოდა კრედიტორთა ანუ პროფკავშირების და დასაქმებულთა ინტერესებს.

კომპანიამ ეს დადგენილ ვადაში ვერ შეძლო და შესაბამისად დღეს სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უარი ეთქვა გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპანიამ ვერ დაადასტურა, რომ გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება წარმოადგენს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების უალტერნატივო და ერთადერთ გამოსავალს.

ამასთან, მიუთითა, რომ კომპანიას ჰყავს 501 დასაქმებული, გარდა ამისა შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ფლობს არაერთი კომპანიის წილს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ჭიათურის ტერიტორიაზე მანგანუმის მადნის მოპოვებასთან, თავის მხრივ, აღნიშნულ კომპანიებს ეყოლებათ თავიანთი დასაქმებულები და შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ გაკოტრების რეჟიმის გახსნამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათზეც.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია ამ მასშტაბის საწარმო რატომ არ ცდილობს რეაბილიტაციას და რატომ მიმართავს სასამართლოს გარდაუვალი გაკოტრების სურვილით.

Continue Reading

Previous: უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, უფრო შემზარავი ხდება იმ მასალების გახსენება, რაც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების მიდგომას ჩვენს რეგიონთან
Next: ლევან ცუცქირიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ ამ საკითხთან მიმართებაში, ამიტომ, ამაზე მსჯელობა გვექნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025