Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა

მარშალ პრესი 25/03/2025
080

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა. აკადემიის პირად შემადგენლობას დაარსების დღე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებები უსურვეს. კოჯორში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. 

ღონისძიების ფარგლებში აკადემიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები მედლით – „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ. ცერემონიალის დაწყებამდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.  

სერჟანტთა აკადემია საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ამზადებს სამეთაურო უნარ-ჩვევების მქონე სერჟანტებს, რომელთაც ეფექტიანი მართვის განხორციელება შეეძლებათ ჯგუფის უფროსის და ათეულის მეთაურის დონიდან, ბრიგადის სერჟანტის ჩათვლით. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტიდან ცენტრი სერჟანტთა აკადემიის სტატუსს ატარებს.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო
Next: ევროპა დღეს არ არის მზად იმისათვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ეს ომი დასრულდეს, რა თქმა უნდა ჩვენთანაც იქნება მცდელობები, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და სამწუხაროდ ეს საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.