Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის მათი პატრონების მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგის მცირედი ნაწილი, რომ ამ განულებულმა, აგენტურულმა ქსელმა კვირიდან კვირამდე იარსებოს

მარშალ პრესი 25/03/2025
irakli kircxalia

ეს არის მათი პატრონების მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგის მცირედი ნაწილი, რომ ამ განულებულმა, აგენტურულმა ქსელმა კვირიდან კვირამდე იარსებოს, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია რადიკალური ჯგუფების მიერ გერმანიის მთავრობისთვის გადახდილ მადლობას, რომელიც სანქციებს უკავშირდება.

„ესენი ყველანი წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში აგენტურულ ქსელს. თითოეული ის გაუგებარი სანქცია, რომელი ქვეყნიდანაც მოდის, რეზოლუციები, არის ამ აგენტურული ქსელის ლობისტები და „დიფ სთეითის“ ჩარჩენილი საცეცები, ბიუროკრატები, მათ მიერ ხელდასმული პოლიტიკოსები, ჯერ ევროკავშირში მრავლად არიან. 2012 წლიდან რეზოლუცია იქნებოდა, ცრუ დასმენა, თუ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამომთხრელი ნებისმიერი თემა, ყველაფერში ღიად იღებდნენ მონაწილეობას. ეს არის მათი პატრონების მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგის მცირედი ნაწილი, რომ ამ განულებულმა, აგენტურულმა ქსელმა კვირიდან კვირამდე იარსებოს“, – აღნიშნა კირცხალიამ.

რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადეს. საუბარია გერმანიის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე, რომელთა მიხედვითაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. გერმანის საგარეო უწყებამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კომენტარებში იმედს გამოთქვამენ, რომ სანქცირებულთა სია გაიზრდება.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლებელია, რომ აღქმული იყოს როგორც ტერორისტული აქტი, ჩვენს ქვეყანაში ეს არის „გმირობა“
Next: მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ “მეგობრებო” კანონის წინაშე! თქვენ იმ გემის გემბანზე დგახართ რომელიც აუცილებლად ჩაიძირება და ჩაყოლას ამჯობინებთ?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.