Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი და ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის სროლის ჰეროიზაციას

მარშალ პრესი 25/03/2025
sozar subari

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აშშ-ს გენერალური პროკურორის, პემ ბონდის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან მოლოტოვის კოქტეილის სროლა შიდა ტერორიზმად შეაფასა.

დეპუტატის თქმით, აშშ-ს გენერალური პროკურორის განცხადების ფონზე უფრო სამარცხვინო ჩანს სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება. მისი განმარტებით, ასევე სამარცხვინოა ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რადგან სწორედ მათი მხრიდან ფინანსდებოდა კამპანია „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“.

„აბსოლუტურად ვეთანხმები აშშ-ს გენერალურ პროკურორს იმიტომ, რომ თავდასხმა პოლიციელებზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ცეცხლის წაკიდება ცოცხალი ადამიანებისთვის შეუძლებელია სხვანაირად შეფასდეს თუ არა ტერორიზმად და ბუნებრივია, ასე უნდა მივუდგეთ ჩვენც.

ამის ფონზე, კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი, ადამიანი- რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა და მათ ცოცხლად დაწვას ცდილობდა. კიდევ უფრო სამარცხვინოა ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აფინანსებდა კამპანიას- „მე ვარ ლაზარე გრიგორიადისი“ და ამით ახდენდა მოლოტოვის კოქტეილის სროლის ჰეროიზაციას. კამპანიის მეორე ნაწილი იყო – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“. ეს არის სამარცხვინო და ორმაგი სტანდარტი,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: ამ ეტაპზე მოგვიწევს მომავალ წელს გადავიტანოთ სამუშაოები – კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე
Next: გურამ მაჭარაშვილი ჯემალ ლეონიძეს: მაშინდელმა ხელისუფალმა, კეზერაშვილის სახით, „თიბისი ბანკის“ მეშვეობით მოახერხა და წაიღო თქვენი ბიზნესი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025