Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

12 ივნისს ახმეტის კულტურის სახლში ანე ფრანკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამო-სპექტაკლი “თავშესაფარში“ გაიმართა

მარშალ პრესი 13/06/2022
სპექტაკლი
საერთაშორისო ასოციაციამ- „Georgia for Friends“, რომელიც არის ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში, პარტნიორ ორგანიზაციასთან „UNIKO“(უნივერსალური ცოდნის აკადემია) და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად 12 ივნისს ახმეტის კულტურის სახლში გამართა ანე ფრანკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამო-სპექტაკლი “თავშესაფარში“- ინგლისურ ენაზე.
➡️სპექტაკლში მონაწილეობდენ ქ.ახმეტის №2 საჯარო სკოლის უფროსკლასელები, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საჯარო სკოლის პედაგოგები და სხვადასხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
➡️12 ივნისი ანე ფრანკის დაბადების დღეა. 2022 წელი UNESCO-ს გამოცხადებული აქვს ანე ფრანკის წლად და ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აღინიშნება ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებებით.
➡️სპექტაკლის დაწყებამდე სტუმრები გაეცნენ ანე ფრანკისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას „ჰოლოკოსტი და ანე ფრანკი“.
➡️საღამოს დასასრულს ორგანიზატორებს, საპატიო სტუმრებსა და მონაწილეებს სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.

Post navigation

Previous: სირცხვილიამ მილიონზე მეტი დაფინანსება შეჭამა – “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი “სირცხვილიას” ამხელს – ამათ გინდათ ქვეყანა ჩააბაროთ ?!
Next: ქართველისთვის დღეს დასავლეთი ღირებულებების ნაცვლად ასოცირდება ცინიზმთან, ეგოიზმთან და გეოპოლიტიკურ ინტერესებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.