Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სომხეთთან მატჩში გამარჯვება მიულოცა

მარშალ პრესი 23/03/2025
1742749974-39dd2200-7f89-4077-8c

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.

ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრა, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.

მატჩს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. „დინამო არენაზე“ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრება
Next: დარწმუნებული ვარ, ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას დამატებით იმპულსს მისცემს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.