Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მელაძეს თავის ე.წ. გადაცემაში ჩემს ოჯახზე სიუჟეტი გაუშვია, სადაც რუსულ გავლენებს გვაბრალებს

მარშალ პრესი 23/03/2025
GIORGI CHAKVETADZE

მელაძეს თავის ე .წ. გადაცემაში, ჩემზე და ჩემს ოჯახზე სიუჟეტი გაუშვია, სადაც რუსულ გავლენებს გვაბრალებს და ნარკოპოლიტიკასაც გვიწუნებს, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

ჩაკვეტაძის თქმით, მისი ძმა 2008 წლის ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და წლებია, რუსული პასპორტი აღარ ჰქონია, მამამისმა კი საკუთარი კლინიკა სამხედრო ჰოსპიტლად გადააკეთა, მაშინ, როდესაც კოლექტიური “ნაცმოძრაობის”წევრები ქვეყნიდან გარბოდნენ და რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე არც დღეს ამბობენ უარს.

“დღეს საღამოს ჩვენი ნაკრების თამაშია და ესენი ალბათ ისევ ზურგით იდგებიან, ამიტომ, ახლა დავწერ. მელაძეს თავის ე.წ. გადაცემაში, ჩემზე და ჩემს ოჯახზე სიუჟეტი გაუშვია, სადაც რუსულ გავლენებს გვაბრალებს და ნარკოპოლიტიკასაც გვიწუნებს. მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გახდა, 2008 წლის ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და წლებია, რუსული პასპორტი არ ჰქონია.

ჯანდაცვის სამინისტროში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა, 2012 წლიდან კი, არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა. მათ, შორის, დევნილთა სააგენტოში და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრად. ბოლო ორი თვეა, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ხელმძღვანელობს. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ომის დროს, მამაჩემმა, თავის ძმასთან ერთად, ქუთაისში საკუთარი კლინიკა სამხედრო ჰოსპიტლად გადააკეთა.

ჩემი ოჯახის მეორე წევრი კი, როგორც მთავარი ქირურგი, თბილისსა და გორში მკურნალობდა ჩვენს გმირ ბიჭებს. ამ დროს, კოლექტიური ნაცები ერთმანეთს ასწრებდნენ ქვეყნიდან და დანა-ჩანგლით ებრძოდნენ რუსულ არმიას. რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე არც დღეს ამბობენ უარს. უფრო მეტიც, ჩვენი ჯარისგან ნაძარცვ ფულსაც აქტიურად იყენებენ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. თან, პროდასავლელებად მოაქვთ თავი. ნარკოპოლიტიკაზე კი, ამ დღეებში ბევრი ვთქვით და ისევ გავიმეორებ. თაობების გადასარჩენად ამ რეფორმას განსაკუთრებული როლი აქვს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია უალტერნატივოა!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Post navigation

Previous: დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა
Next: ჯერ მენშევიკების აგენტი იყო ამისი ოჯახი, მერე ბოლშევიკების, შემდგომში ნაცისტების და მგონი ბოლოს პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ ამუშავებდა – გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.