Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ე.წ. “მეგობარი” აქტი, თავისი შინაარსით მხარს უჭერს საქართველოში “დიპ სტეიტის” აგენტურას და ტრამპის მაგინებლებს

მარშალ პრესი 22/03/2025
cheishvili irakli

დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად ტრამპის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია თავისი უფროსების დავალებით, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც ამერიკის სენატში განსახილველი “მეგობარი აქტის” მხარდამჭერ აქციას ეხმიანება.

მისი განცხადებით, ეწინააღმდეგებოდე რელიგიურ რწმენას, ოჯახურ ღირებულებებს, მხარს უჭერდე “ლგბტ” პროპაგანდას და ამავდროულად, ითხოვდე ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მხარდაჭერას, ზუსტად ეს არის ახლანდელი ხავსს მოჭიდებული ოპოზიციის სახე.

“ეს ფოტო არის, ამერიკის სენატში განსახილველად დარეგისტრირებული “მეგობარი” აქტის მხარდამჭერი აქციიდან,თბილისში. დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად ტრამპის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია თავისი უფროსების დავალებით.  ღიად ეწინააღმდეგებოდე რელიგიურ რწმენას, ოჯახურ ღირებულებებს, მხარს უჭერდე “ლგბტ” პროპაგანდას ქვეყანაში და თვალთმაქცურად ითხოვდე, დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერას, ზუსტად ეს არის ახლანდელი ხავსს მოჭიდებული ოპოზიციის სახე !  ეგრეთწოდებული “მეგობარი” აქტი, თავისი შინაარსით მხარს უჭერს საქართველოში “დიპ სტეიტის” აგენტურას და  დონალდ ტრამპის მაგინებლებს.” – წერს ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

Post navigation

Previous: მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“
Next: დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.