Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დამთავრდება – გიორგი ვოლსკი NGO-ების დაორგანიზებულ აქციაზე

მარშალ პრესი 22/03/2025
volski

თავად „მეგობარი აქტზე“ თუ ვისაუბრებთ რასაკვირველია გამოჩნდება მთელი რიგი უზუსტობები, უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება ხელისუფლებას, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, უწოდო ანტიევროპული, ანტიდასავლური, მაშინ როდესაც ამდენი ხნის მანძილზე ელოლიავებოდი ხელისუფლებას, რომელიც ტანჯავდა ადამიანებს, სიცოცხლეს, ღირსებას და ჯანმრთელობას ართმევდა, პირად ქონებას ართმევდა, საკუთრებას ართმევდა და პრაქტიკულად არავითარი დემოკრატიული და ევროპული იმ ხელისუფლებას არ ეტყობოდა, განსაკუთრებით მას მერე, რაც 20% დათმო ტერიტორიების და დღესაც ოკუპაციის ქვეშ არის. აი ამ რეალობასთან შეჭიდებულები ვართ დღეს, აი ამ მძიმე მემკვიდრეობით მოვედით დღევანდელ დღემდე, სტაბილურობა შევინარჩუნეთ და რასაკვირველია ცა და დედამიწაა განსხვავება იმ რეალობაში, რაც დღეს არის, იმ რეალობისაგან განსხვავებულია, რაც 2012 წლამდე გვქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვისაც სურს, რომ აქტმა დღის სინათლე იხილოს, იგივე ადამიანები არიან, ვინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს. მანვე აღნიშნა, რომ გამოხმაურებას, რომელიც „მეგობარი აქტს“ მოჰყვა, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ – ეს არის უსამშობლოთა აღლუმი.

„ადამიანების ჯგუფი ვინც აი ამას განაპირობებს, ორგანიზებას უკეთებს, სურს ყოველ შემთხვევაში, რომ ამ აქტმა დღის სინათლე ნახოს, რასაკვირველია ეს იგივე ადამიანები არიან, ვინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს. აქედან გამომდინარე უსამართლობაზე შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი.
რაც შეეხება აქ გამოხმაურებას და ესეთ გაცხოველებულ და გააფთრებულ ტაშფანდურს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ – ეს არის უსამშობლოთა რაღაც აღლუმი, რომელიც მე მაინც მგონია, რომ დამთავრდება უშედეგოდ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არათუ კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი თავი, როგორც პოლიტიკურ ველზე მებრძოლებმა, არამედ უკვე ლიდერებად იქცნენ და ამ ლიდერობას პრაქტიკულად ვერც ვერავინ ვერ წაართმევს პოლიტიკური პარტიებიდან. მდიდრებიც არიან, უშველებელი რესურსია მობილიზებული და კვლავ სიტყვა, სათაური „დიფ სთეითი“ გამოდის წინა პლანზე. საქართველო ინარჩუნებს დამოუკიდებელ მმართველობის პრინციპებს და აი ამ რეალობას ვერ უსწორებენ თვალს და ებრძვიან ამ რეალობას. ეს არის ფაქტი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას გარკვეული შეფასებები ექნება, რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც ჩვენს ეგრეთწოდებულ ოპოზიციას გააჩნია, მათ შორის საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: ოპოზციაზე რომ იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან, იციან, რომ მათი რეიტინგი ყველაზე კარგ შემთხვევაში, განახევრებულია
Next: ხაზარაძე, ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს (სომხებს) საიდანაც წარმოიშვი – შალვა ნათელაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.