Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ

მარშალ პრესი 22/03/2025
05

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და გიორგი დგებუაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა UNICEF-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

საუბარი შეეხო სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პრობაციის სისტემაში არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების განვითარებას და ამ კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს.

იესპერ მოლერმა იუსტიციის სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოხატა.

Post navigation

Previous: ყოველდღიურად გვესმის ტრამპის გზავნილები, რომელიც თანხვედრაშია იმ გზავნილებთან, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა
Next: სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს – ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ დიფ სთეითი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.