Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2011 წელს ბესიკ ხარძიანთან წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით ადვოკატი ციხეში შეუშვეს კანონის დარღვევით ბზობა დღეს (კვირას), როდესაც, როგორც წესი ადვოკატებს ციხეში შესასვლელად და მინდობილობის გასაფორმებლად არ სცალიათ

მარშალ პრესი 21/03/2025
sozar subari

„ახლა გადავამოწმე და ვნახე, რომ როდესაც ადვოკატი შეუშვეს ბესიკ ხარძიანთან 2011 წლის 17 აპრილს, გარდა იმისა, რომ იყო კვირა დღე, იყო ბზობის დღესასწაული და ასეთ დღეს, როგორც წესი არავინ მუშაობს,“ – განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ბესიკ ხარძიანთან უდესიანის მიერ გაგზავნილი ადვოკატი ციხეში შევიდა კანონის სრული დარღვევით.

„ახლა გადავამოწმე და ვნახე, რომ როდესაც ადვოკატი შეუშვეს ბესიკ ხარძიანთან 2011 წლის 17 აპრილს, გარდა იმისა, რომ იყო კვირა დღე, იყო ბზობის დღესასწაული და ასეთ დღეს, როგორც წესი არავინ მუშაობს. გამოდის, რომ ადვოკატი ციხეში შეუშვეს უკანონოდ, კანონის დარღვევით და ხარძიანს გადასცა რაღაც დანაბარები, როგორც ეს საქმის მასალებიდან ჩანს. კიდევ ვიმეორებ ბზობის დღესასწაულზე, როგორც წესი ადვოკატებს მინდობილობის გასაფორმებლად არ სცალიათ და ციხეში არ შედიან თუ, რა თქმა უნდა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს არ ეხება. მართალია ჩვენ ვიცით, რომ ხარძიანს სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ადვოკატისთვის, ეს ცნობილი არ იყო, როგორც თავად ამბობს. ეს მართლა საოცრებაა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: მაშინ პატარა ბიჭი არ იყავით, 32 წლის კაცს, ეჭვი მაინც არ შეგეპარათ რომ ციხეში მყოფ ადამიანთან გაგზავნიან, გიხდიან ამაში 2000 დოლარს – თეა წულუკიანი ბესიკ ხარძიანისთვის მიგზავნილ ადვოკატს
Next: გურამ მაჭარაშვილი ბესიკ ხარძიანის ადვოკატს: იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი უყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა,დ არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მოგეკიდათ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.