Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ სამჯერადი კვება გაქვთ ხორცის რაციონით, თუ საკანში ტელევიზორი გაქვთ, თუ 9 საათი ჰაერზე ხართ, რომელი მახსოვრობის დაბლაგვებაზე მესაუბრებით? – თეა წულუკიანი უდესიანის დის ქმარს ზაზა გუგავას

მარშალ პრესი 21/03/2025
tea

ბატონო ზაზა, თქვენ თუ სამჯერადი კვება გაქვთ, მათ შორის, ხორცის რაციონით, თქვენ თუ საკანში ტელევიზორი გაქვთ, თქვენ თუ საკანში 18 კვ.მ.-ში ჯამში 4 პატიმარი ხართ, თუ 9 საათი ხართ ჰაერზე, ბიბლიოთეკა გაქვთ და წიგნებს კითხულობთ და უმაღლესი განათლების მქონე პირი ხართ, რომელი მახსოვრობის დაქვეითებაზე და დაბლაგვებაზე მესაუბრებით, ხომ არ იცით?! ამიტომ, მოდით, ახლა დავსერიოზულდეთ და კითხვებს გაეცით პასუხი, – განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გიორგი უდესიანის დის ქმარს, ზაზა გუგავას, რომელიც ბესარიონ ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებიდან სცემს კითხვებზე პასუხს.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ბესარიონ ხარძიანი ციხეში არ იმყოფებოდა ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს ზაზა გუგავა იმყოფება,მან განიცადა წამება, ცემა, შეურაცხყოფა, ამიტომ, საგამოძიებო კომისიას აინტერესებს, გუგავასთვის რამდენად ბუნებრივია, რომ ციხეში მყოფი ადამიანი თავის პარტნიორს წილებს უთმობს.

„როდესაც ბატონი ალექსანდრე [ტაბატაძე] გეკითხებათ, თქვენ ადასტურებთ, რომ წილები გადაფორმდა მაშინ, როდესაც ეს ადამიანი [ბიზნესმენი ბესო ხარძიანი] იყო ციხეში და არა იმ პირობებში, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით.

რაც საპატიმროში ხართ, თქვენთვის შეურაცხყოფა ვინმეს მოუყენებია? შეუგინებია? დაურტყამს? უცემიხართ წიხლებით? უწამებიხართ? – ბესარიონ ხარძიანმა ეს ყველაფერი განიცადა, ამიტომ გაეცით კითხვას პასუხი. როდესაც პირს სცემენ, აწამებენ გიორგი უდესიანის დავალებით, ასე ბრძანა ბატონმა ბესო ხარძიანმა უმცროსმა, ასე ამბობს მისი ოჯახის ყველა წევრი, ასე ამბობს არაერთი მოწმე, რომელიც ტელევიზიით გამოდის და საჯაროდ ამის შესახებ საუბრობს. თქვენ, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც არ სწყურია და არ შია, ღამე ძილში არავინ უშლის ხელს და არ აწამებს, თვლით თუ არა, რომ მინიმუმ უცნაურია, რომ ციხეში მყოფი პირი თავის პარტნიორს უთმობს წილებს? უცნაურია თუ ბუნებრივად გეჩვენებათ აი, ეს გვაინტერესებს.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუგავას თქმით, „შემთხვევას გააჩნია“ და არ იცის, კონკრეტულად რა მოხდა ხარძიანსა და უდესიანს შორის.

Post navigation

Previous: ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი დაესწრებოდა კომისიის სხდომას – ხაზარაძე, რომლის ბანკი პირდაპირი წესით იყო ჩართული ხარძიანის გაკოტრებისა და რეკეტის საქმეში, თუ ვაშაძე გიორგი, რომელიც იუსტიციის სახლის სერვისებს არგებდა, წართმეული ბიზნესის გადაფორმების პროცესში
Next: არაადამიანური სისტემა დაამკვიდრა “დიფ სთეითმა” მიშა სააკაშვილის ხროვის მეშვეობით, ეს დღეს ნათლად წარმოაჩინა აწ უკვე ქილერის ტყვიით მოკლულის შვილმა ბესო ხარძიანმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.