Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიცი რის გამოა ეს “დასჯა”, მაგათ შემუშავებულ მესიჯებს რომ არ ვტენი მაყურებელს – დიანა ტრაპაიძის პასუხი ბაბუცა პატარაიას

მარშალ პრესი 21/03/2025
diana-trapaidze

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე გამოეხმაურა ბაია პატარაიას ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც პირველი არხის ჟურნალისტ თამთა სანიკიძისთვის დაბადების დღის მილოცვას მოჰყვა.

“თამთას მივულოცე და ყოველთვის მივულოცავ, მეტიც, მისი წაყვანილი ინტერვიუებიც მინახავს, როცა საინტერესო სტუმარია. ჟურნალისტების დიდი ნაწილი საერთოდ შეკითხვას აღარ სვამს. ოცი წელია მესმის რომ ბოლო ბრძოლაა და რა დროს კითხვის დასმაა. ჯერ ადამიანი გადაარჩინეთ თქვენში, მერე პროფესია და ქვეყანა თავისით გადარჩება. თქვენ მართლა პროპაგანდისტებო, თან ყველა დროში.

ვიცი რის გამოა ეს “დასჯა”, მაგათ შემუშავებულ მესიჯებს რომ არ ვტენი მაყურებელს და მაგათგან რომ ვერ ვისწავლე სასურველის რეალობად გასაღება.
არცერთი ხელისუფლების ტელევიზიაში არ მიმუშავია (რამდენიმე თვის გარდა, ვიდრე გამოვიქცეოდი) იმედიდან 2015 წელს წამოვედი, “ოცნება” თეთრ ცხენზე რომ იჯდა.
თქვენ მასწავლით ბრძოლას? კეთილსინდისიერებას? სოლიდარობას?

საერთოდ სხვაგან ვარ მეგობრებო, სხვა ლიგაში, ადამიანების. რაც გინდათ მეძახეთ. თქვენ რომ მერჩით ძალა მემატება. მხოლოდ ის მასუსტებს ჩემი მეგობრები რომ ღელავენ და ჩემი დაცვის გამო ტალახს ესვრით.”– წერს დიანა ტრაპაიძე.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
Next: ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის საშინელი ტრაგედია! ეს არის ოჯახისა და ადამიანის მორალური და ფიზიკური განადგურება მაღალი თანამდებობის პირების მიერ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.