IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას,  რომლის თანახმადაც აშშ-ის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს ყინავს.

დილიდან აჟრიამულდნენ შალიკოს ფანჩატურის ოპოზიციონერები თითქოსდა კონგრესში ინიცირებულია პროექტი საქართველოსთვის დახმარების ნაწილის პირობით გადაცემასთან დაკავშირებით.
ცალკეული კონგრესმენების აქტივობა სხვაა, ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის გადაწყვეტილება კი აბსოლუტურად სხვა რამეა.

ნაცმოძრაობისა და “ფრონტერას” აგრესიულ ლობიზმის შედეგად წამოჭრილ საქართველოსთვის საზიანო ინიციატივები არაერთი გვინახავს, რომლებიც შემდგომში ჩაკარგულან კონგრესის დერეფნებში.

საქართველოში გაკოტრებული “ფანჩატურელები” ხავსს უშედეგოდ ეჭიდებიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში. თუ დახმარება შეწყდა, რაც გამორიცხულია, ნაცოპოზიციის სატელიტ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს რა უხარიათ? მათაც შეუწყდებათ გრანტები.

უკვე მეოთხე წელია, აშშ-ის აპროპრიაციის დოკუმენტი მკაფიოდ გამოხატავს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი.
ეს ჩანაწერი სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა. შესაბამისად, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარნტიორობა ძალიან მყარია.

რაც შეეხება ინიცირებულ დოკუმენტს, რომელზეც აჭყლოპინდა ნაცოპოზიცია. ეს გახლავთ დოკუმენტის პირველი ვერსია, რომელიც ქვეკომიტეტმა განიხილა და ამ დოკუმენტს ჯერ კიდევ რამდენიმე კომიტეტი და პლენარული სესია აქვს გასავლელი.

კონგრესმა, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან კარგად უწყიან, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ყველამ დავინახეთ კონგრესიდან გაკეთებული არაერთი განცხადება, ასევე სახელმწიფო მდივნის განცხადებები.

ამდენად, არის საკმაოდ მკაფიო მოლოდინი, რომ საბოლოო დოკუმენტში ეს ჩანაწერი არ მოხვდება და ამ საკითხს კონგრესი ყურადღებას არ მიაქცევს.

ტექსტში კარგად ჩანს “ფრონტერას” ხელწერა, რომელიც არ ერიდება წაგებული კომერციული დავის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. კონგრესის ხელმძღვანელობა სრულად ინფორმირებულია ამ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის თაობაზე. მიუხედავად რამდენიმე კონგრესმენის გულწრფელი სურვილისა, დაეხმარონ კომპანიას, დოკუმენტის შემდგომ წინსვლას დიდი არაფერი მომავალი აქვს”, – წერს აბაშიძე.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის.

დოკუმენტში წერია, რომ საქართველოსთვის გათვალისწინებულია სულ მცირე 132 025 000 დოლარის დაფინანსების გამოყოფა, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ შესაძლოა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციით, ამ თანხის 15% არ გაიცეს. კერძოდ, საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს:

ა) განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები; ბ) ებრძოლოს კორუფციას; გ) კერძო სექტორთან მიმართებაში დაიცვას კანონის უზენაესობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისგან დაცვა, რათა სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

დაუჭერს თუ არა კონგრესი აღნიშნულ კანონპროეტს მხარს ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება