Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი უდესიანი იყო ზონდერი, ჯალათი, რომელიც დღეს თავის თავს ბიზნესმენს ეძახის – ბესო ხარძიანი

მარშალ პრესი 21/03/2025
beso xardziani

„უნდა იცნობდეთ გიორგი უდესიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რომ მას სადმე რამე ჩააბარო, მაგრამ რაღაც ჩააბარეს. კარგად ისვრის და ჩააბარეს სროლის ფედერაცია თუ რაღაც“- ამის შესახებ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ბესიკ ხარძიანის ვაჟმა ბესო ხარძიანმა გიორგი უდესიანის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უდესიანი იყო ზონდერ ბრიგადირი, რომელიც დღეს თავის თავს ბიზნესმენს და პოლიტიკურ დევნილს უწოდებს. „მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობა რაც იყო- მას ჰყავდა დაჯგუფებები ე.წ. ძველი სპორტსმენებისგან და ძველი პატიმრებისგან შემდგარი ხუთას კაციანი დაჯგუფება, რომელიც რუსთაველზე ძალიან გახმაურებულ აქციებს არბევდა. ზუსტად ამიტომ ვართ აქ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ის იყო ზონდერი, ჯალათი, ამის ხელმძღვანელი იყო.

დღეს თავის თავს ეძახის ბიზნესმენს, ვერ გაბიზნესმენდა. თავის თავს ეძახის, რომ არის პოლიტდევნილი. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, 2012 წელს, არჩევნების წინა დღეს ჩემოდნებზე ისხდნენ და გავიდნენ. მართალი კაცი არსად გარბის. მართალი კაცი არჩევნებს არ უყურებს, ვინ მოვა ვინ წავა, მით უმეტეს, როცა პოლიტიკური ფიგურა არ ხარ. მას ბევრი დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი, ასე ვთქვათ ის იყო ზონდერ ბრიგადირი“-განაცხადა ბესო ხარძიანმა.

Continue Reading

Previous: ერთხელ თუ მაინც იყო სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი შესული მამათქვენთან და მოიკითხა მისი ამბავი – გურამ მაჭარაშვილი ბესო ხარძიანს
Next: უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025