Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს – ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა

მარშალ პრესი 21/03/2025
irakli kobakhidze

ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს, ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მიხარია და მეამაყება, რომ წელს ამ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს.

ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. ეს ისტორია გრძელდება დღესაც და ეს არის ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი და მინდა ყველას, თქვენ, თქვენს ოჯახებს გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: გიორგი უდესიანის პირადი პატიმარი იყო ბესო ხარძიანი. იგი ციხიდან ცოცხალი ვერ უნდა გამოსულიყო, ეს იყო მთელი შინაარსი
Next: ალექსანდრე მუხაძემ პატიმრებს დაავალა, რომ ბესო ხარძიანს საკანში უნდა ეთამაშა ე.წ. „მაზიანი“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.