Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

სსიპ „თავდაცვის მოხალისესა“ და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მარშალ პრესი 20/03/2025
05

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტის განხორციელების მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს. სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში დღეს, სსიპ „თავდაცვის მოხალისესა“ და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორმა, გიორგი სახოკიამ და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ახალგაზრდებში მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის მხარდაჭერას და მოხალისეობრივ საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება, სამხედრო-სასწავლო, სალაშქრო და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება, კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა, ასევე მოხალისეობრივი ინიციატივების განხორციელება.

„თავდაცვის მოხალისესა“ და „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოხალისეობის პოპულარიზაციას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

Post navigation

Previous: რუმინულ მხარეს დავუდასტურეთ ის, რასაც ვეუბნებით ქართულ საზოგადოებასაც, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუმცა, ასევე დავსვით კითხვა, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის
Next: საგამოძიებო კომისიაზე პირველი საქმის განხილვა დაიწყება, რომელსაც მამაჩემის, ბესო ხარძიანის გახმაურებული საქმე გახსნის – დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.