Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ არ გინდა, „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი გინდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და რეკეტიორები, ორჯერ ორი ოთხია

მარშალ პრესი 20/03/2025
irakli kobakhidze

დისკუსიაზე არ მოდიან, რადგან იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ კლავდა, აწამებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, ომი გააჩაღა და ა.შ., ეს ყველაფერი იციან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში – „დღის თემა“ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ადამიანი არ არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, გაუგებარია, რატომ ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს.

„თუ არ ხარ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, რატომ ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს. ორი შედეგი შეიძლება დაიდოს, ყველაფრის გათვალისწინებით, ორ თვეში რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები – ერთი არის ის, რომ ისევ იგებს „ქართული ოცნება“ და მეორე თეორიული ვარიანტია, რომ ეს ოთხი პარტია, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მოდის ხელისუფლებაში.

როცა შენ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვ, თან იმ ეგიდით, რომ არ გინდა „ქართული ოცნება“ დარჩეს, რანაირად არ ხარ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, ეს ხომ მათემატიკაა, ორჯერ ორი ოთხია. თუ არ გინდა, „ქართული ოცნება“ დარჩეს და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი გინდა, ეს ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და ა.შ. რეკეტიორები. ყველაზე მთავარი პრობლემა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საშუალო ამომრჩევლის რა არის, იცის, რომ მკვლელს, მწამებელს, რეკეტიორს, ტელევიზიების მიმტაცებელს და ომის გამჩაღებელს აძლევს ხმას, ეს იცის.

სხვათა შორის, როდესაც კომპანიას ვუკვეთავთ ხოლმე სოციოლოგიურ კვლევებს, იქ ტარდება ხოლმე ფოკუს ჯგუფებიც და საოცარი შედეგია, პირველად არ მჯეროდა. როცა მოდიან „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი იციან, მათ შორის, ახალგაზრდებიც, რომლებიც არ მოსწრებიან, გადმოცემით იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ კლავდა, აწამებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, ომი გააჩაღა, ეს ყველაფერი იციან, შეუძლებელია არ იცოდე, ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, როგორ მიიტაცეს „იმედი“, „რუსთავი 2“ როგორ მიითვისეს, 150 კაცი ქუჩაში რომ მოკლეს, ციხეებში პატიმრებს რომ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და ა.შ. 12-ჯერ რომ შემცირდა სიკვდილიანობა ციხეებში, ეს ხომ უნდა იცოდე. ომი რომ გააჩაღეს 2008 წელს და ხელი რომ მოაწერეს ჩვენ დავიწყეთ ომიო, როგორ შეიძლება ეს არ იცოდე და თან პოლიტიკაზე გქონდეს პრეტენზია. ეს ყველაფერი იციან და ამიტომ არ მოდის ის 10 კაციც დისკუსიაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან, ყველაფერი შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში
Next: როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში, ამიტომ წინ ნუ გაუსწრებენ მოვლენებს ნურც ფონდის მმართველები და ნურც სხვები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.