Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

FARA-მ კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი და მოაზროვნე პირი – ნიკა გილაური ამხილა

მარშალ პრესი 19/03/2025
tamta megrelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გილაური ნახევარ მილიონზე მეტს იხდის იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესი გაატაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ფაქტებით დასტურდება, რომ FARA-მ კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი და მოაზროვნე პირი, ნიკა გილაურის სახით ამხილა. მან ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა იმისათვის, რომ ცნობიერება აუმაღლოს საქართველოსთან მიმართებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტულ სეგმენტს. ანუ ამ შემთხვევაში გილაური ნახევარ მილიონზე მეტს იხდის იმისთვის, რომ ცალსახად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესი გაატაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ეს ფაქტი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაცდა ცნობილი, როცა FARA-მ გაბედა და გამოაქვეყნა აღნიშნული მონაცემები. წინა ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვიცით, რომ ცალსახად ხელს უწყობდნენ ასეთ ადამიანებს იმაში, რომ გაეტარებინათ „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ნარატივი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ არსებულ საზოგადოებაში. ანუ მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია საქართველოს ინტერესების და აქ მომდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: ანონიმური წყაროსაგან მიღებული ინფორმაციაც უნდა იყოს გადამოწმებული და დადასტურებული რაიმე დოკუმენტაციით, ვფიქრობ ეს კანონით უნდა იყოს მოთხოვნილი, რათა უზრუნველვყოთ მთავარი მიზანი – საზოგადოების ცრუ ინფორმაციისაგან დაცვა
Next: ლიბერალულმა ნარკოპოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ და მოქმედ კანონმდებლობას მხარს უჭერდა მაშინდელი ნაიონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის იყვნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი წერეთელი და ნიკანორ მელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.