IMG.GE IMG.GE

„მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ასეთი ბოროტი განზრახვა”,– ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდირების ფაქტს.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაულიც.

„ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს კონკრეტული ადამიანების მიმართ, მხოლოდ გაბუნიაზე არ არის ლაპარაკი – სიცოცხლის წართმევა რასაკვირველია არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული.

მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ასეთი ბოროტი განზრახვა”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში – ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება