Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რამდენად გამართლებულია ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში ჩამორთმეული მართვის მოწმობის ხელახლა ასაღებად გამოცდის თავიდან ჩაბარება?

მარშალ პრესი 19/03/2025
eka sepashvili

ნარკოტიკული თრობის დროს ავტოსაშუალების მართვის გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობის ხელახალი აღებისას გამოცდის ჩაბარება რამდენად არის გამართლებული და ხომ არ იზღუდება ასეთ შემთხვევაში პირის უფლებები? დაინტერესდა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალის“ დეპუტატი ეკა სეფაშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას.

„კითხვა მაქვს მართვის მოწმობის ხელახლა აღებასთან დაკავშირებით. თქვენ ამბობთ, რომ პირს, რომელსაც ნარკოტიკული თრობის დროს ავტოსაშუალების მართვის გამო ჩამოართმევენ მართვის მოწმობას, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ახლიდან მოუწევს გამოცდის ჩაბარება მართვის მოწმობის ასაღებად. ეს რამდენად გამართლებულია?“ – მიმართა სეფაშვილმა საკითხის მომხსენებელს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეს.

ეკა სეფაშვილის პასუხად არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე მსჯელობა კიდევ შესაძლებელია მეორე მოსმენით საკითხის განხილვისას და პრაქტიკულად დაეთანხმა ეკა სეფაშვილს იმაში, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე რეგულაციები უნდა იყოს ჩადებული კანონში, რაც არის ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში.

Post navigation

Previous: ირაკლი რუხაძე „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის შესყიდვას გეგმავს
Next: ანონიმური წყაროსაგან მიღებული ინფორმაციაც უნდა იყოს გადამოწმებული და დადასტურებული რაიმე დოკუმენტაციით, ვფიქრობ ეს კანონით უნდა იყოს მოთხოვნილი, რათა უზრუნველვყოთ მთავარი მიზანი – საზოგადოების ცრუ ინფორმაციისაგან დაცვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.