Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტრამპი პუტინთან საუბრით კმაყოფილია

მარშალ პრესი 19/03/2025
donald trump

დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩემი სატელეფონო საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ლიდერები შეთანხმდნენ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ცეცხლის შეწყვეტაზე.

მისივე თქმით, განიხილეს სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი.

„ჩვენ შევთანხმდით დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე იმ გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულად შეწყვეტისთვის და საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელი ომის დასრულებისთვის. ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ ამის დასრულება. ეს პროცესი ახლა სრულად ამოქმედებულია და ჩვენ, იმედია, კაცობრიობისთვის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს კრემლმა და თეთრმა სახლმა. კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის შესახებ და რუს სამხედროებს უკვე მისცა შესაბამისი ბრძანება. მათივე ინფორმაციით, პუტინისა და ტრამპის საუბრის დროს აღინიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა უნდა იყოს კიევისთვის საგარეო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის შეწყვეტა.

ამასთან, თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით. მათივე ცნობით, პრეზიდენტებმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში.

Post navigation

Previous: მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, გამხდარიყო მიმზიდველი ქვეყანა მნიშვნელოვანი როლით რეგიონში
Next: გურიაში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ზარალს შესაბამისი კომისია რეგიონის მასშტაბით სწავლობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.