Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამუშაო სიღარიბის დონე საქართველოში 2 წელიწადში განახევრდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა

მარშალ პრესი 18/03/2025
georgia - sakartvelo

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს  სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას. ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2024 წელს დასაქმებულთა შორის  სიღარიბის საერთაშორისო  ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და  1,7%-ს გაუთანაბრდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში 2 წელიწადში სამუშაო სიღარიბე ორჯერ შემცირდა, ხოლო 12 წელიწადში, ანუ  2012 წელთან შედარებით თითქმის 5-ჯერ (4,7-ჯერ).

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მაჩვენებლები 2000 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო  დასაქმებულთა  11 %,  ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც 10%-ი ანუ საშუალოდ ყოველი მეათე დასაქმებული სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იყო.

სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2024 წლებში. ამ პერიოდში სამუშაო სიღარიბის დონე საქართველოში საშუალოდ 3,3%-ს გაუთანაბრდა და შესაბამისად სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ ყოველი ოცდამეათე დასაქმებული იყო.  ბოლო, ანუ 2024 წლის მონაცემებით სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ  ყოველი 59-ე  დასაქმებული პირია, ანუ  1,7%-ი, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მინიმუმია.

Post navigation

Previous: ისეთი ფონდების დაყადაღება, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს აფინანსებენ, სახელმწიფოსგან სრულიად ლეგიტიმურია
Next: ოპოზიციაში ცდილობენ ვითარების გამოყენებას იმისთვის, რომ ჰქონდეთ სათქმელი – საქართველოში არის რაღაც ოპოზიციური ერთობა, რომელსაც სათავეში უდგას „ლეგიტიმური“ პრეზიდენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.