Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვაპირებთ, რომ წლების განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით დავუპირისპირდეთ ნარკოტიკების მოხმარებას. შესაბამისად, ჩვენი ახალგაზრდები ჩავრთოთ ამ კამპანიაში

მარშალ პრესი 18/03/2025
mamuka mdinaradze2

ჩვენ ვაპირებთ, რომ წლების განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით დავუპირისპირდეთ ნარკოტიკების მოხმარებას. შესაბამისად, ჩვენი ახალგაზრდები ჩავრთოთ ამ კამპანიაში, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ თქვას უარი სხვადასხვა სახის ნარკოტიკის მოხმარებაზე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მასშტაბური ანტინარკოტიკული კამპანია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაა. მდინარაძემ მიმართა ჟურნალისტებს და მოუწოდა, საზოგადოებასთან ერთად სახელმწიფოს და ამ კამპანიის ინიციატორებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში გვერდით დაუდგნენ .

„როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის და მილიარდების დახარჯვაზე საუბრობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ამ დაპირებას იძლევა, ეს არ ნიშნავს მხოლოდ სპორტსმენებზე ზრუნვას. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი პირობა და ჩვენ ვაპირებთ, რომ წლების განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით დავუპირისპირდეთ ნარკომოხმარებას. შესაბამისად, ჩვენი ახალგაზრდები ჩავრთოთ ამ კამპანიაში, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ თქვას უარი სხვადასხვა სახის ნარკოტიკის მოხმარებაზე, საერთოდ პრევენცია მოვახდინოთ, ვისაც არ მიუღია, მან არასდროს უნდა იფიქროს ნარკოტიკების მოხმარებაზე.

ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, იყო ერთი პერიოდი, როდესაც მოდურიც კი იყო. დღეს საბედნიეროდ ასე არ არის, მაგრამ მაინც ბევრია ნარკომომხმარებელი. ძალიან დიდი სირცხვილია და ძალიან ცუდი საქციელია ნარკომოხმარება და იგი ვერანაირად ვერც კარგი და ვერც მოდური ვერ იქნება. ჩვენმა დიდმა ქართულმა ოჯახმა უნდა შეძლოს, რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ნარკოტიკების მოხმარების ფაქტები მინიმუმამდე უნდა შევამციროთ. ეს ადვილი არ არის. წლების განმავლობაში იქნება ეს კამპანია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე შესაბამის მიზანს – ერთი მხრივ, სიმკაცრით და მეორე მხრივ, ანტინარკოტიკული კამპანიით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით მივაღწევთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: თეთრი სახლის პრესმდივანი რაფაელ გლუკსმანს დაბალი დონის ფრანგ პოლიტიკოსს უწოდებს
Next: მცხეთის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.