Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტრამპის გუნდი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და კეთილდღეობის პოლიტიკით შემოდის. ეს კი საქართველოს ხელისუფლების სავიზიტო ბარათია

მარშალ პრესი 17/03/2025
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დროა სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობის ეპოქა დაიწყოს. მართალია მან ამ ეტაპზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაზე მიუთითა, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში რომ დომინანტი სახელმწიფო საქართველოა, ეს ჩვენზე უკეთ მათ იციან“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ამას პროგნოზირებდნენ ექსპერტები, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ჯერი დადგებოდა, სადაც ბაიდენის ადმინისტრაცია სიტუაციის არევას ეცდებოდა. თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მილიონობით დოლარი დახარჯა ვითარების ასარევად, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გუნდმა მას აჯობა.

მისი თქმით, ახლა იკვეთება სამხრეთ კავკასიის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის იმიჯი, ეს კი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავლისა და ეკონომიკური განვითარების გასაღებია. “ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დროა სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობის ეპოქა დაიწყოს.

მართალია მან ამ ეტაპზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაზე მიუთითა, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში რომ დომინანტი სახელმწიფო საქართველოა, ეს ჩვენზე უკეთ მათ იციან. იმასაც კარგად აანალიზებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობა საქართველოს მონაწილეობის გარეშე ვერ მოხერხდება.

მითუმეტეს, ბოლო პერიოდში საქართველომ აიღო ფასილიტატორობა ამ ორ სახელმწიფოს შორის და წარმატებულად მართავს პროცესებს. ესეც საუკეთესოდ იცის ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ. ტრამპი საქართველოს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სუბიექტს რეგიონში, ფრთხილად უახლოვდება. მისი იდეოლოგია და პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან.

როდესაც საერთო ენა და შეხების რამდენიმე წერტილი არსებობს სახელმწიფოებს შორის, მათ შორის საუკეთესო პარტნიორობა მყარდება. სწორედ ამას ვპროგნოზირებდით, უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ სამხრეთ კავკასიის ჯერი დადგებოდა, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა სიტუაცია აერია და ჩვენი ქვეყნისთვის მტრული მიზნები განეხორციელებინა. ამაში მილიონობით დოლარი დახარჯეს, თუმცა, რაგინდ გასაკვირი ჩანდეს, ივანიშვილის გუნდმა პატარა საქართველოდან დიდ სახელმწიფოს ჭკუით აჯობა და პროცესები მოუგო. ეს დასაფასებელი და საინტერესოც იქნება ამერიკის ახალი ხელმძღვანელობისთვის, რომლის მესიჯებიც ოცნების გუნდის მესიჯების იდენტურია.

უმნიშვნელოვანესი პროცესების მოლოდინში იკვეთება სამხრეთ კავკასიის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის იმიჯი. ეს პირველი შემთხვევაა, რაც გლობალურმა პროცესებმა მოიტანა და ეს გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. აქ არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავლის, პოლიტიკური სტატუსის თუ ეკონომიკური განვითარების გასაღებიც,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენ ვართ მოწმე თუ როგორ იყენებენ არადემოკრატიული ძალები ხელოვნურ დაბრკოლებებს რუმინეთში, რათა ადამიანებს ხელი შეუშალონ აირჩიონ ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ
Next: სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.