Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

როცა ადამიანები სხვადასხვა შეხვედრებზე მადლობას გვიხდიან მშვიდობისთვის, იქვე გვახსენებენ, რომ ქვეყანა მშვიდობის მიუხედავად ნარკოტიკების გამო კარგავს თაობებს

მარშალ პრესი 17/03/2025
zaal mikeladze

„ანტინარკოტიკული რეფორმა ნამდვილად დროული და სწორი ინიციატივაა“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ. მისი თქმით, მშვიდობის მიუხედავად ქვეყანა კარგავს თაობებს, რაზეც სხვადასხვა შეხვედრებზე მოსახლეობაც მიუთითებთ.

„მსურს აღვნიშნო, რომ ანტინარკოტიკული რეფორმა ნამდვილად დროული და სწორი ინიციატივაა. ექიმები ალბათ სხვებზე მეტად ვხედავთ, რომ ეს არ არის, მხოლოდ კონკრეტულად ამ პაციენტების ტანჯვა. ეს არის ოჯახის და გარემოს პრობლემა. როცა ადამიანები სხვადასხვა შეხვედრებზე მადლობას გვიხდიდნენ მშვიდობისთვის, იქვე გვახსენებენ, რომ ქვეყანა მშვიდობის მიუხედავად კარგავს თაობებს ამ დიდი სენის გამო.

კარგია, რომ დავიწყეთ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე ფიქრი. ეს არის მულტისექტორული პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც დარწმუნებული ვარ, რომ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებიც ჩაერთვებიან. ამ რეფორმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია მომხმარებლების მკურნალობა და რეაბილიტაცია,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ. დეპუტატი დაინტერესდა კანონპროექტში არსებული სხვადასხვა აკრძალვები თუ შეეხებათ იმ პირთა წრეს, რომლებიც სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას ექიმის დანიშნულებით იღებენ.

„ვიცით, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, ექიმთან შეთანხმებით იღებს ნარკოტიკის გარკვეულ სახეობას, მაგალითად მეტადონს და როდესაც კანონპროექტში საუბარია სხვადასხვა უფლებების ჩამორთმევაზე, მაგალითად იარაღის ტარების, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და სხვა მაინტერესებს თუ შეეხება ეს ნაწილი ე.წ. მეტადონის მომხმარებლებს?“ – განაცხადა მიქელაძემ. დეპუტატის კითხვას საკითხის მომხსენებელმა, არჩილ გორდულაძემ უპასუხა, რომ აკრძალვები ეხება, მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მომხმარებლებს და რასაკვირველია არა იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას ექიმის დანიშნულებით იღებენ.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილს დამატებით 4 წელი მიესაჯა
Next: ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენ ვართ მოწმე თუ როგორ იყენებენ არადემოკრატიული ძალები ხელოვნურ დაბრკოლებებს რუმინეთში, რათა ადამიანებს ხელი შეუშალონ აირჩიონ ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.