Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირს აქვს გააფთრებული სურვილი, რომ როგორმე რეგიონი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს

მარშალ პრესი 17/03/2025
volski

საქართველოც არ არის ისეთი ქვეყანა, რომ ვიღაცამ კეთილგანწყობილი თვალით შეხედოს და მხოლოდ ამით დავკმაყოფილდეთ. აქაც უშველებელი საფრთხეები გვაქვს, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მან რეგიონში არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა და უკრაინაში ომსაც შეეხო.

„მართალია საქართველო ევროპიდან 2 ათას კილომეტრზე მეტ მანძილზეა, მაგრამ საქართველოც არ არის ისეთი ქვეყანა, რომ ვიღაცამ კეთილგანწყობილი თვალით შეხედოს და მხოლოდ ამით დავკმაყოფილდეთ. აქაც უშველებელი საფრთხეები გვაქვს. აი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სროლები მოხდა. ვერ ვიტყოდი, რომ დიდმასშტაბიანია, მაგრამ ღმერთს ვევედრებით, რომ ეს არ განვითარდეს.

სულ მინდა იმის თქმა, რომ საქართველო ასე ცალკე განყენებულად არ არსებობს და ვისაუბროთ, თურქეთს თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირთან – მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა; ასევე ევროკავშირის აქვს გააფთრებული სურვილი, რომ როგორმე ეს რეგიონი მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ. ნუთუ, ამისთვის აირჩიეს ევროპარლამენტარები თავისმა ამომრჩევლებმა ქვეყნებში: დანიამ, ბელგიამ, პოლონეთმა თუ რუმინეთმა, რომ საქართველოს ასე უნამუსოდ შეუტიონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის„ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება “რუსული ოცნება” საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის „მოთხოვნებს“
Next: „დიფ სთეითს“ „ვეთინგზე“ რომ არ დავთანხმდით, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქაოსში ჩაძირულები ვიქნებოდით და ცუდ შემთხვევაში – ომში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.