Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

მარშალ პრესი 16/03/2025
4004

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებისთვის გადაეცათ.

მთავრობის მეთაურმა მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება მიულოცა.

„ჩვენთვის, ქართველებისთვის რაგბი არის განსაკუთრებული თამაში, განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს სპორტის ამ სახეობის მიმართ. მე პირადად მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება რაგბის მიმართ, მათ შორის ჩემი ოჯახური გამოცდილებიდან გამომდინარე. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიცით, რომ ვითარდება საქართველოში რაგბი და მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებებს.

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში ქართული რაგბი კიდევ ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწევს. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2 წელიწადში გაიმართება და იქ გვჭირდება ასეთივე გარდამტეხი წარმატება – ეს იქნება ჯგუფიდან გასვლა, შემდეგ ეტაპზე წარმატება და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევთ მომდევნო წლებში. თქვენ ხართ ძალიან ღირსეული წარმომადგენლები ძალიან ღირსეული თაობის, რომელიც აგრძელებს რაგბის განვითარებაზე ზრუნვას და მინდა, მომავალშიც ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ხელისუფლებას რაგბის განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ. დაჯილდოების ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს (ვიდეო)
Next: ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის„ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება “რუსული ოცნება” საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის „მოთხოვნებს“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.