Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქალაქ დნეპრის მერი შეეხო ალექსეი არესტოვიჩს, რომელსაც “მოლაპარაკე უკანალად” მოიხსენიებს, ასევე – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დანილოვს და უშიშროების სამსახურის უფროს ბაკანოვს

მარშალ პრესი 13/06/2022
დავით ქართველიშვილი

ბორის ფილატოვი შეეხო ალექსეი არესტოვიჩს, რომელსაც “მოლაპარაკე უკანალად” მოიხსენიებს, ასევე – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დანილოვს და უშიშროების სამსახურის უფროს ბაკანოვს. “როგორც ჩანს, ზოგიერთი ამხანაგისთვის კიევში ომი უკვე დასრულდა,” – ბრძანებს ფილატოვი – “პატივცემულო ბატონებო დანილოვ, ბაკანოვ და დანარჩენებო, დაამყარეთ წესრიგი ბანდიტებთან მიმართებაში, ნუ იქცევით ისე – თითქოს პრობლემა არ არსებობდეს” – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი ბორის ფილატოვის განცხადებაზე.

„ქალაქ დნეპრის მერი, ბორის ფილატოვი ემუქრება პრეზიდენტ ზელენსკის უახლოეს გარემოცვას მათზე მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებით, თუ კი ისინი არ გაწყვეტენ თავის კავშირებს კრიმინალურ ავტორიტეტებთან და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან.

ბორის ფილატოვი შეეხო ალექსეი არესტოვიჩს, რომელსაც “მოლაპარაკე უკანალად” მოიხსენიებს, ასევე – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დანილოვს და უშიშროების სამსახურის უფროს ბაკანოვს. “როგორც ჩანს, ზოგიერთი ამხანაგისთვის კიევში ომი უკვე დასრულდა,” – ბრძანებს ფილატოვი – “პატივცემულო ბატონებო დანილოვ, ბაკანოვ და დანარჩენებო, დაამყარეთ წესრიგი ბანდიტებთან მიმართებაში, ნუ იქცევით ისე – თითქოს პრობლემა არ არსებობდეს”.

“რაც შეეხება დავით არახამიას,” – განაგრძობს ფილატოვი – “მე ვურჩევდი მას მეგობრების სწორ შერჩევას. ნუ მაიძულებთ, ავლაპარაკდე! თორემ ძალიან ბევრ თქვენგანს მსოფლიო მასშტაბით მოეჭრება თავი. დამიჯერეთ, ძალიან დიდი შესაძლებლობები მაქვს და უზარმაზარი კავშირები!” – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.


 

 

Continue Reading

Previous: ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის 1 მილიარდ დოლარს – პრემიერი
Next: სანამ ლენა ხოშტარია დასავლეთში მირბის სანქციების დაწესების მუდარით, ამერიკა აგრძელებს ქართული ეკონომიკის მხარდაჭერას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025