Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

ირაკლი კობახიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა

მარშალ პრესი 16/03/2025
1742138962-484998364_1044948347666178_6834240724006775879_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2025 წლის „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაიმართა.

შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 46:28 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ, მთლიანობაში კი მეჩვიდმეტედ გახდა.

მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი სპორტსმენებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და მორაგბეებს, მწვრთნელებსა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი რას საუბრობს, ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის, აღარ არის პრეზიდენტი
Next: 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.