Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია ძალიან რთულ ვითარებაშია, საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებულია, ვიდრე იყო საპარლამენტო არჩევნების დროს

მარშალ პრესი 15/03/2025
levan machavariani

ოპოზიცია არის ძალიან რთულ ვითარებაში, ისინი საბაბებს ეძებენ, რომ თავიდან აიცილონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებული, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს იმედი გაუწბილა.

„არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. იმ რაღაც აბსურდული განცხადებების, რომ თითქოს 400 ათასი ხმა გაყალბდა და ასი ათასი ადამიანი პირადობის გარეშე დავტოვეთ, ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს. ამითაც, რა თქმა უნდა, გული დაწყვიტეს თავიანთ ამომრჩეველს და მიხვდნენ, რომ მათ ტყუილში აცხოვრებენ. ახლა ღიად აცხადებენ, რომ მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური დესტაბილიზაცია, დესტაბილიზაციის გამოწვევა და რა თქმა უნდა, ესეც მათ ამომრჩეველს კარგად ესმის, რომ მტრულ ძალებთან აქვთ საქმე“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ისევ არ აპირებს. მიზეზად, ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობის ცვლილებას ასახელებენ.

Post navigation

Previous: ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება
Next: ბაიდენის დროს აშშ-ის ნამდვილი პრეზიდენტი იყო ის, ვინც ავტოკალამს აკონტროლებდა – ტრამპი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.