განვიხილეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება – ჯანდაცვის მინისტრი საპატრიარქოში იმყოფებოდა

202
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  საპატრიარქოში მეუფე შიოს შევხდა.

საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება იყო. მხარეებმა დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის განხორციელებასა და ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანის პროცესებზე ისაუბრეს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის და დეინსტიტუციონალიზაცის პროცესის განხორციელებისთვის გარდამავალი პერიოდში თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია.

მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ დაწყებულია დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება. სააგენტოს დაგეგმილი აქვს და ავითარებს ბავშვთა ზრუნვის სხვადასხვა სერვისებსაც.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოციალური მუშაობის დახვეწასა  და ბენეფიციარებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის მიწოდებასაც.

მინისტრის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონატში ადგილზე ბავშვებთან მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით გაგრძელდება, რათა მათი შემდგომი განვითარებისათვის, შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა სწორად იყოს შერჩეული.

„გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, რათა ბავშვთა სახლებთან მიმართებაში სამომავლო გეგმები განვსაზღვროთ. განვიხილეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება, რათა მსგავსი პრობლემები მომავალში აღარ განმეორდეს. ბავშვების ინტერესები სრულად უნდა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია ბავშვების გადაყვანა მცირე  ზომის ბავშვთა სახლებსა და საკუთარ ოჯახებში. ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე.

ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ სოციალური მუშაკის, ასევე ფსიქოლოგის მუშაობას. ამ ეტაპისთვის გარანტირებულად უზრუნველყოფილი გვაქვს ბავშვთა უსაფრთხოება“,– განაცხადა ეკატერინე  ტიკარაძემ

 

კომენტარები
რეკლამა
მოწონება