Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ – კვერს უკრავდით?!

მარშალ პრესი 14/03/2025
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან საპროტესტო კომენტარები მოჰყვა.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, რადიკალების საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ ის, რომ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ. „მორჩა კინო, წადით სახლებში! “დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები.” ტრამპის ადმინისტრაციიდან პირველი გზავნილებიც მოვიდა, რაც თავისთავად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის მომასწავებელია. ურთიერთობები გადაიტვირთება, რიგ საკითხებში დაემთხვევა ჩვენი და ამერიკელების ინტერესები, რიგ საკითხებში არ დაემთხვევა და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველაფერს ეშველება, გარდა ამ გასაცოდავებული სექტისა, რასაც ქართველი ლიბერალი ჰქვია.

ამათი საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ. წადით, სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ – კვერს უკრავდით?!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ფსევდოლიბერალებმა ისეთ შეცდომაში ჩააყენეს ამერიკის დიპლომატიური სამსახური, მასზე ისეთი შეტევა მიმდინარეობს “ფეისბუქში” რომ ოკუპანტ რუსეთსც შეშურდება
Next: ალამუთის ციხე დაეცა – შალვა პაპუაშვილი ნაც.მოძრაობის ოფისის გაყიდვაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.