IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საუბრობენ.

საიტზე მითითებულია, რომ მსოფლიო ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერა აღმოუჩინა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბანკის მიერ „კოვიდ-19“ -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ შეიძინა 250 000 „პისიარ“ ტესტი და ასევე, ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი.

ამასთან, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსის თქმით, გამოწვევებით აღსავსე პერიოდში მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ძლიერი პარტნიორი და სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით, ქვეყანას ეხმარება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და საარსებო სახსრების დაცვაში.

აქვე აღინიშნა, რომ ფინანსური მხარდაჭერის გარდა, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობისთვის დროული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარების საშუალებით, ისევე როგორც, არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში.

The rapid response measures taken by #Georgia’s government to flatten the curve and arrest the spread of the #coronavirus have successfully mitigated the impacts of the pandemic. People who helped make this possible are everyday #heroes like junior #doctors Ani and Giorgi.

Posted by World Bank Europe and Central Asia on ორშაბათი, 06 ივლისი, 2020

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება