“ეს არაა ვინმეს უფლებებისთვის ბრძოლა, ესაა “პრაიდს” ამოფარებული, ოპოზიციის პოლიტიკური აქცია”

666
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ეს არაა ვინმეს უფლებებისთვის ბრძოლა, ესაა “პრაიდს” ამოფარებული, ოპოზიციის პოლიტიკური აქცია”-ასე ეხმიანება გენერალი ამირან სალუქვაძე 5 ივლისს დაგეგმილ ე.წ ღირსების მარშს.

“ახმაურდნენ “პრაიდისტები”. მეტი არაფერი დაგრჩათ ყურადღების მისაქცევად.
სოლიდარობისთვის გამოდითო. რაის სოლიდარობას ელოდებით, როცა ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების, მორიგი, ჩვეულებრივი, პოლიტიკური აქციაა?!

ამას წინათაც დავწერე და გაგიმეორებთ: ასეთი აქციები ემსახურება ერთი მხრივ ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს, რათა ამ გზით მაინც შესძლონ ხელისუფლებას დასავლეთთან პღობლემა შეუქმნან, მეორე მხრივ კი დასავლეთის დისკრედიტაციას ცდილობენ. აი, დასავლეთი ასეთ ფასეულობებს გვახვევსო. ვის ინტერესებშია, კარგად იცით.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, გომელაურს რომ სთხოვთ, აშშ-ში ვერ უზრუნველყვეს და გადაიდო ეს თქვენი “პრაიდი”, რადგან ვიღაცამ, განზრახ, მანქანა დააჯახა მსვლელობას.

უფლებებზე კი საუბარი თითიდანაა გამოწოვილი. ვინც უნდა ჩამოიაროს, რომელს შეუზღუდეს უფლებები?! მოიქეცით წესიერად. თუ აღვირახსნილად არ მოიქცევი, არავინ არავის შეეხება. აღვირახსნილი კი ელგებეტე იქნება თუ არ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა.

გიმეორებთ: ეს არაა ვინმეს უფლებებისთვის ბრძოლა, ესაა “პრაიდს” ამოფარებული, ოპოზიციის პოლიტიკური აქცია. 17-მა მაისმა ჩაიარა. რა მსვლელობა მოგინდათ?! ყველაფერი იკითხება.”– წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება