Skip to content
08/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა

მარშალ პრესი 13/03/2025
500

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

6 იდენტიფიცირებული პირი, რომელთაგან 5 სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს.

2 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

Post navigation

Previous: დიპლომატებს თავი მოაქვთ, როგორც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელებს. არავის მიუცია მათთვის უფლება, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ დაბრუნდნენ თავის დიპლომატიურ ჩარჩოებში
Next: მალე 33 წელი შესრულდება აფხაზეთის ომიდან და მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ოჯახი დღემდე ელოდება თავისი შვილი ან ოჯახის სხვა წევრი როდის დაუბრუნდება იმ ადგილს, რომლის მონახულებასაც შეძლებენ ოჯახის წევრები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.