იმედგაცრუებული ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციას დაუპირისპირდა

1166
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციას დაუპირისპირდა და ფიქრობს, რომ ამდენი ბრძოლა მათი თანამდებობისთვის ჰქონია გამართული. ის  ეხმიანება ფრაქცია ნაც.მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის”  მიერ, პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილს, რომელშიც საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეებად მათი პარტიის წევრებს სთავაზობენ.

“არც ვაშაძე იყო ჭიჭე და არც ესენი ჭაჭე, ყველანი ერთად ბედკრული ქვეყნის ჭუჭუები ყოფილიყვნენ. ამათი თანამდებობებისთვის მიწვალია 20 ივნისს და ვმჯდარვარ ციხეში.”– წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება