Skip to content
30/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ახლა გავიხსენოთ ვინ იყო ამ პროცესში, ამ კამპანიაში ჩართული, რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

მარშალ პრესი 13/06/2022

მინდა შევახსენო ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა ღიად და თქვა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და აქვე დაამატა, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენო, არამედ ეს ომი სხვაგანაც უნდა გადავიდესო, საქართველოში უნდა გადმოსულიყო მათი გეგმის მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კამპანიაში ჩართული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი სატელიტებით.

„ახლა გავიხსენოთ ვინ იყო ამ პროცესში, ამ კამპანიაში ჩართული, რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი სატელიტებით, ეს მეხუთე კოლონა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ებრძვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ალბათ გახსოვთ მათი კოორდინირებული მოქმედებები, დაწყებული მას შემდეგ, რაც გავაკეთე ცნობილი განცხადებები ომის დაწყებიდან ძალიან მალე, რომელიც, სხვათა შორის, მინდა ყველას შევახსენო, რომ ამერიკის ლიდერით დაწყებული, ევროპელმა ლიდერებმა, ბრიტანეთის პრემიერმა, ყველამ თითქმის, დაახლოებით იგივე, ანალოგიური განაცხადეს, ცოტა მოგვიანებით, თუმცა მაინც განაცხადეს იგივე. აქ არავითარი აცდენა არ გვაქვს ჩვენ, არც პოლიტიკასთან, არც მოლოდინებთან და პროგნოზებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მიუხედავად იმისა, თუ რა გაშმაგებით იბრძვის ეს საერთაშორისო “მეტასტაზა” ხან ჩვენი ომში ჩათრევის, ხან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გზით – ეს გზა ჩვენთვის არის გამორიცხული
Next: ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.