Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო, ახლა ასანქცირებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაში

მარშალ პრესი 13/03/2025
irakli kobakhidze

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მან ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ ტარტუში, შემდეგ კი ტორონტოში სცადა დიპლომის აღება, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდა.

პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად და სუვერენულად და პირდაპირ უცხოურ დაკვეთას ემორჩილებიან.

„აბსოლუტურად უავტორიტეტო ადამიანები არიან ხელისუფლებებში ამ ქვეყნებში, ყველაზე შეიძლება თავი ვერ დავდოთ, მაგრამ ვისაც ვხედავთ ხოლმე, სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რასაც უნდა ტოვებდეს სუვერენული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. გახსოვთ, ლიბერალებს რა ამბავი ჰქონდათ ატეხილი დიპლომის თემასთან დაკავშირებით. შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ისეთი პროფესია, რომ ვერ შეუთავსოს ამას უმაღლესი განათლების მიღება, აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა მთელს მსოფლიოში ეს ყველაფერი, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მან ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო. ორჯერ სცადა, ჯერ ტარტუში, შემდეგ ტორონტოში და ორივეჯერ ჩაუვარდა ეს მცდელობა. სად არიან ლიბერალები? რატომ არ აწუხებთ მისი უდიპლომობა, როდესაც მას არავითარი ობიექტური მიზეზი არ ჰქონდა დიპლომის არქონის. სცადა და ვერ ისწავლა. კაცმა ვერ ისწავლა, ახლა არის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ასანქცირებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაში, ეს შეიძლება ითქვას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ღია ტექსტით გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა გაგვეწირა გლობალური ინტერესების სანაცვლოდ
Next: უმაღლესი განათლების რეფორმის ამბიციური მიზანი არის სტუდენტებისთვის საკუთარი ინტერესების რეალიზების უკეთესი შესაძლებლობა, 2028 წლისთვის, თავისუფლად შეგვიძლია ევროპულ სტანდარტებამდე ავწიოთ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.