Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე

მარშალ პრესი 13/03/2025
irakli kobakhidze5

როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ცალსახა არ არის ის, რომ მაინცდამაინც დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება “გლობალური ომის პარტია”, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან სერიოზული რესურსი, მათ შორის, ფინანსური.

“უკრაინის ომის შემდეგ ეს ძალა კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა და გამდიდრდა ათეულობით მილიარდი დოლარით, თუ მეტად არა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული deep state-თან, “გლობალურ ომის პარტიასთან”. რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივას, თუ დამყარდება მშვიდობა და რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინააღმდეგობა არის სერიოზული, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს მშვიდობის დამყარებას რეგიონში, შესაბამისად, ასევე მოახერხებს deep state-ის დასუსტებას. ეს ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუ „დიფ სთეითი“ დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, უკეთესად წავა ევროპის საქმეც, ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც
Next: კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, 2022 წელს, საქართველოსთვის არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.