Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს ქვეყნის სირცხვილია

მარშალ პრესი 12/03/2025
sozar subari1

„როცა ადამიანი იპარავს 9 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან და ამას ახმარს თავის კეთილდღეობას, ეს დიდი დანაშაულია, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის თემის კომენტირებისას.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს ქვეყნის სირცხვილია.

„ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება პრეზიდენტისთვის გასახდომ პროცედურებზე, ბოტოქსის გაკეთებაზე, მეგობრებისთვის საჩუქრების შეძენაზე და ა.შ., ეს მიიჩნევა დანაშაულად. აქ მორალზეც არის საუბარი. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის სპეციალურ თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს არის სირცხვილი ქვეყნის და იმ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელმაც ომიდან ერთ კვირაში მოიცალა ამ ყველაფრისთვის და დახარჯა ბიუჯეტის ფული“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია შეიმუშავებს კონცეფციას, რომელსაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა დაეფუძნება
Next: საქართველოზე ზეწოლის განცხადებები რომ აღარ კეთდება თეთრი სახლიდან ესეც შეღავათია, თუმცა, Deep State, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ევროპულ ბიუროკრატიაში, ახორციელებს ზეწოლას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.